1 წელი გავრილოვის ღამიდან

ხოშტარია: იმედისმომცემი წელი იყო - სტაგნაციას და უიმედობას ყველანაირი ბრძოლა ჯობია

მგონია, რომ ეს ერთი წელი ერთი უწყვეტი დღეა. სეზონებიც არ მახსოვს - როდის ჩავიცვით თბილად ან გავიხადეთ ქურთუკი. ერთი უწყვეტი პროცესია. ეს წელი რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყოველდღიური გამოწვევების პროცესში ვიყავით. გამოწვევები ასეთი იყო: კიდევ ვიღაც არ დაზარალდეს, მთავრობა თავს არ გავიდეს, რაღაც შანსი არ გაუშვა. ამისთვის გვიხდებოდა ჭიდაობა და ა.შ. მეორე მხრივ, ძალიან იმედისმომცემი წელი იყო, იმიტომ რომ ყველანაირი ბრძოლა არის უკეთესი, ვიდრე სტაგნაცია და უიმედობა. ყველაზე დიდი, რაც ამ წელმა მოიტანა, არის ის, რომ მოქალაქეებმა ყველანაირ როლში: პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა, ხელში აიღეს სადავეები. პროცესი დაიძრა ქვეყანაში, რა შეგრძნებაც იქამდე არ იყო - და ეს ჯერ არ დასრულებულა.

თქვა ელენე ხოშტარიამ "გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის შეჯამებისას, ტაბულას პირდაპირ ეთერში, თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვის პასუხად.

კომენტარები