თამლიანი: უნდა დაიდგას 20 ივნისის მონუმენტი, რათა მთავრობის არ დაავიწყდეს რაც ჩაიდინა

გახარიამ თქვა, დამავიწყდა 20 ივნისიო. აი, ასეთი გახარიები მომავალშიც რომ არ მოვიდნენ და არ დაავიწყდეთ ის, რაც ჩაიდინეს ხალხის წინაშე, როგორც გვაქვს 9 აპრილის მონუმენტი, რომელიც გვახსენებს, რის ფასად დაგვიჯდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ასევე უნდა დაიდგას კიდევ ერთი მონუმენტი, რომელიც იქნება ხშირი შემახსენებელი იმის, რომ, როცა ხალხი გამოდის პროტესტის სახით, ესე იგი აქვთ მიზეზი, რატომაც გამოვიდნენ და მათ უნდა მოუსმინო და გამოუსწორო სიტუაცია, თოფიანი ხალხი კი არ უნდა დაუპირისპირო. 

პასუხისმგებელი 20 ივნისის ღამეზე არის გიორგი გახარია. რამდენიც არ უნდა თქვას მან, რომ მე არ გამიცია ბრძანება, არ მახსოვს და ათასი სისულელე, გამორიცხულია, რომ შსს მინისტრის ნებართვის გარეშე ვინმემ გამოიტანოს იარაღი საცავიდან, ამიტომ მისი პასუხი არის უსუსური ადამიანის და მინისტრის პასუხი.

არის საღი აზრი იმაში, რომ 20 ივნისის მონუმენტი უნდა დაიდგას, რათა მთავრობას ახსოვდეს, რომ ხალხს არ დაუპირისპირდეს და მოუსმინოს მათ. 

თქვა 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა აქციაზე "ერთი წელი 20 ივნისიდან". 2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო აქცია ძალის გამოყენებით და გადამეტებით დაშალა.

კომენტარები