მაჩალიკაშვილი: ოცნებამ 20 ივნისს გამოუტანა თავის თავს განაჩენი, ამას არჩევნებზე აღვასრულებთ

დღეს იმ ავბედითი ღამიდან ერთი წელი გავიდა. მართალია, მანამდე მე, ჩემი შუბლში ტყვიით დახვრეტილი შვილის გამო ვიყავი აქ წელიწად-ნახევარი გამოსული, მაგრამ იმ ღამის მონაწილეც გავხდი. ბავშვებს თვალი დასთხარეს, ახალგაზრდები სისხლში აცურავეს. შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მათ ის ღამე არ შერჩებათ. ყველა აგებს პასუხს, ვინც იმ სასტიკ ღამეში მიიღო მონაწილეობა. 

ხელისუფლებამ 20 ივნისს გამოუტანა თავის თავს განაჩენი და ჩვენ ამ განაჩენს 31 ოქტომბერს აღვასრულებთ. ჩემი დიდი თხოვნაა მთელი ამ გაერთიანებული ოპოზიციის და საზოგადოების მიმართ, ვიყოთ ერთიანები, დავუპირისპირდეთ ერთიანი ძალებით ამ მონსტრს, რომელიც სათავეში გვიზის.  ერთმანეთს ნუ დავუწყებთ ქილიკობას. მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პირველი მებრძოლი ვიქნები საქართველოსთვის, ჩემი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. 

გამარჯვებას და ღირსებას გისურვებთ, ღირსებას, რომელიც არ გააჩნია ქართულ ოცნებას. 

თქვა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საპროტესტო აქციაზე "ერთი წელი 20 ივნისიდან".

კომენტარები