ჯონათან კაცი

ჯონათან კაცი: 20-მა ივნისმა უბრალოდ ცეცხლი აანთო, შეშფოთება დიდი ხანია არსებობს

20-მა ივნისმა, შესაძლოა, უბრალოდ ცეცხლი აანთო, თუმცა, თუ კვლევებს ნახავთ, არსებობდა შეშფოთება მთავრობის დემოკრატიული მიმართულების, საარჩევნო რეფორმის და ალბათ, იმის გამოც, რომ საქართველოს მთავრობა არ იყო ევროატლანტიკური კურსის გამტარებელი. 

ქართველებს პროტესტის, დემოკრატიის მოთხოვნის და ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების მოთხოვნის დიდხნიანი ისტორია აქვთ და ეს უკავშირდება დემოკრატიულ სტანდარტებს და კანონის უზენაესობას. ვფიქრობ, ეს ქართულ გენეტიკურ კოდშია გამჯდარი. 

საბოლოოდ, დემონსტრაციების შედეგს განსაზღვრავს თავისუფალი არჩევნების ჩატარება და მარტში მიღწეული შეთანხმების შესრულება.  ეს ჯერ კიდევ არ არის მთლად ნათელი. არჩევნები ახლოვდება და ჯერ არავინ იცის, თუ როგორი იქნება. ვიცით, როგორი უნდა იყოს ის მარტის შეთანხმებაზე დაყრდნობით, თუმცა ის ჯერ არ შესრულებულა.

გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი, ჯონათან კაცი ამის შესახებ ამერიკის ხმას ესაუბრა.

კომენტარები