კობახიძე: საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტი საფრთხის ქვეშ არ დგას

"ჩვენ დათვლილი გვქონდა ხმები. როგორც მოგეხსენებათ, ევროპული საქართველოს გარეშე დათვლილი იყო 117 ხმა, რასაც შემდეგ გამოაკლდა ემზარ კვიციანი. ანუ 116 დეპუტატს ჰქონდა დადასტურებული მხარდაჭერა, რაც საკმარისი იყო ამ ცვლილებების მიღებისთვის და დღეს 116-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

პირველად ამ 25 წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, არჩევნები ჩაატაროს ისეთი სისტემით, რომელზეც თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებების მიღება არის უკიდურესად მნიშნელოვანი და იმედი მაქვს, რომ 29 ივნისს წარმატებით დასრულდება ამ კანონპროექტის მიღება. 

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს 116-მა დეპუტატმა, ვინც ადასტურებდა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას, ხმა მისცა კანონპროექტს. სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხის ქვეშ ამ კანონის მიღება არ დგას. 29 ივნისს წარმატებით დასრულდება ამ კანონის მიღება. მნიშვნელობა არ აქვს, ევროპული საქართველო მიიღებს თუ არ მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას".

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ მას შემეგ ისაუბრა, რაც პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს. 136 ხმიდან 20 ევროპული საქართველოსია.

კომენტარები