არჩევნები 2020

გოცირიძე: ვრჩებით პოზიციაზე, დავუჭერთ მხარს ცვლილებებს, თუ პოლიტიკური დევნა შეწყდება

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ პირველივე მოსმენაზე გავიდა საკონსტიტუციო ცვლილებები. ჩვენ ვრჩებით პოზიციაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუკი პოლიტიკური დევნა შეწყდება ქვეყანაში და ბოლო პოლიტიკური პატიმარი [გიორგი რურუა] იქნება განთავისუფლებული. ესაა ჩვენი მტკიცე პოზიცია და ესაა ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთერთი ფორმა.

რომ არა ეს ზეწოლა, დღეს გიგი უგულავაც ციხეში იქნებოდა, ირაკლი ოქრუაშვილიც და კვლავ გაგრძელდებოდა პოლიტიკური დევნა ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას წინააღმდეგ. გადაწყვეტილებას ღებულობს ერთი ადამიანი, მართლა სალომე ზურაბიშვილმა კი არ შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი, მათი განთავისუფლების ბრძანება ივანიშვილმა გასცა".

ამბობს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე. ნაციონალური მოძრაობის პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს. პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს. 136 ხმიდან 20 ევროპული საქართველოსია.

კომენტარები