არჩევნები 2020

ბაქრაძე: ცვლილებების მიღებისთვის ჩვენს მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა

დღევანდელი განხილვებიდან და გამოსვლებიდან ჩანდა, რომ არსებობდა ძალიან მაღალი საფრთხე, პროცესები წასულიყო ნოემბრის სცენარით. როდესაც ოცნების ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ ხმები იყო და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროპული საქართველოს მხარდაჭერას და ოც ხმას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დარბაზში, სწორი კლიმატის შექმნის და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის.

ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის სრულიად მკაფიო. ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას. 

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე. პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს. 136 ხმიდან 20 ევროპული საქართველოსია.

კომენტარები