კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ბოლო დროს, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და ეს გარკვეულწილად დამამშვიდებელია

"დღევანდელი მონაცემებით, დაგვემატა ორი დადასტურებული შემთხვევა და 908 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებული გვყავს ექვსი. ამ მონაცემებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 133 ადამიანი მკურნალობს.

ორი ახალი შემთხვევიდან ორივე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ამ ორი დღის განმავლობაში ჯამში 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ რვა შემთხვევიდან, ერთი ბოლნისიდან, მეორე მარნეულიდან, დანარჩენი ექვსი კი ყველა შემოტანილი იყო. ჯამში, ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და ეს ჩვენთვის გარკვეულწილად დამამშვიდებელია.

ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ცენტრში 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ, ოთხი პაციენტი გაეწერა და ამ ეტაპზე 23 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ჩვენთან შემოსული ექვსივე პაციენტის წყარო ცნობილია. ამ ახალი პაციენტებიდან ჩატარებული კვლევების მიხედვით, არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ არის. ლაბორატორიული მონაცემებით მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. ასე, რომ ყველაფერი ჯერჯერობით ნორმაშია." 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

კომენტარები