გიორგი რურუას საქმე

რურუა: მივესალმები I მოსმენით ცვლილების მიღებას, იმედია, 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება

მინდა, გუშინდელ გადაწყვეტილებას შევეხო, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას ეხება.

მივესალმები ამ შეთანხმებას და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ასევე მახარებს, რომ ნაბიჯი წინ გადაიდგა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ მთავარი არხის მეწილემ, გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე თქვა. 21 ივნისს პარლამენტმა I მოსმენით მიიღო კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. იმისთვის, რომ კანონპროექტმა მეორე-მესამე მოსმენაზე ოპოზიციის მხარდაჭერა მოიპოვოს, ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შეასრულოს და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა გაათავისუფლოს.

კომენტარები