არჩევნები 2020

კობახიძე ოპოზიციაზე: არიან აბსოლუტურად აჭრილები

"რა თქმა უნდა, მათ [ოპოზიციურმა პარტიებმა] იციან, რომ ქართული ოცნებისგან აქვს კანონპროექტს სრული მხარდაჭერა, ასევე არიან სხვა პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც მხარს უჭრენ ცვლილებებს. ჯამური რაოდენობა არის 116, აქედან გამომდინარე, მათ იციან, რომ კონსტიტუციური კანონპროექტი გავა და როცა ისინი ამ პირობებში არ აძლევენ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ისინი არიან აბსოლუტურად აჭრილები იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ისინი არიან ჩავარდნილები. მძიმე მდგომარეობაში, პირველ რიგში, ვგულისხმობთ იმას, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების არავითარი მხარდაჭერა. ერთია 12-პროცენტიანი, მეორე – 3-პროცენტიანი პარტია, ალბათ ამასაც ვერ შეინარჩუნებენ ოქტომბრამდე და ისინი შეცდომებს შეცდომებზე უშვებენ".

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე. 21 ივნისს, პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს. აქედან 20 ხმა ევროპულმა საქართველომ მისცა. ენმ-მა მონაწილეობა არ მიიღო.

კომენტარები