არჩევნები 2020

ელისაშვილი: ნიკა მელია მებრძოლი ბიჭია, შუბლით გაანგრევს იმ გლდანს

თუ აყენებ კანდიდატურას, ისეთი მებრძოლი უნდა [დააყენო]. ნიკა მელიაზე ხომ არაფერს ვამბობ, არა? შუბლით გაანგრევს იმ გლდანს ...

მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან ნაციონალურ მოძრაობას, არის ვაჟკაცი ბიჭი და მხარს ვუჭერ ღიად, იმიტომ რომ არის მებრძოლი ბიჭი. ნიკა მელია რა შედეგს დადებს, აგერ ვნახავთ. ხაბეიშვილიც მაგარი დაქოქილია და მის შედეგსაც ვნახავთ

ამბობს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი TV პირველის ეთერში. მისი მტკიცებით, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები - გიორგი ვაშაძე (ისანი) და შალვა შავგულიძე (მთაწმინდა) არჩევნებს ვერ მოიგებენ.

კომენტარები