სააკაშვილი: აღმაშენებელთან არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე სწრაფად გამიხსენებენ კარგად

ქართველები რაღაც მომენტში ჩემით დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ – მე ახლა ვგრძნობ სიყვარულს ქართველებისგან.

ვფიქრობ, რომ არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა ქართველები ახლაც მაფასებენ. იყო ყველაზე დიდი ქართველი მეფე – დავით აღმაშენებელი – მას არ ვედრები, მაგრამ ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი ხსენებაც არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ნამდვილად შექმნა ქართული სახელმწიფოებრიობა.

ის ცუდად დაამახსოვრდათ, რადგან დროდადრო ძალიან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ყოფილა, ან კალიგულა, მაგრამ ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად ჩქარა გამიხსენებენ კარგად. ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ [...] შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ყველაფერი მარტივადაა

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი, გორდონთან სტუმრობისას
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები