ბექა მინდიაშვილი

ბექა მინდიაშვილი: იმ ბრძენი კაცის დაო

ძია ლაო

ჭეშმარიტი სიტყვა სტაფილოს წვენივითაა და სტაფილოს წვენი ჭეშმარიტი სიტყვა შეიძლება არ იყოს

ვინც მე მეძიებს, იქა ვარ, სადაც ვარ და სადაც არ ვარ, იქაც ვარ, როგორც იტყოდა ლა-შა, რომელშიც - ასევე - ვიმყოფები

რასაც გადარგავ უძრავია და უძრავია, რაც შეიძლება ამოძრავდეს, თუ გადარგავ

როგორიც არ ვარ, ისეთივეა ხელისუფლება და როგორიცაა ხელისუფლება, ისეთი არ ვარ, როცა ვარ

და როგორიც ვარ, ისეთი მინდა ვიყო და როგორიც მინდა ვიყო, ისეთი ვიქნები

და როგორიც ვიქნები, ისეთივე მინდა იყოს ოპოზიცია, მედია, ენჯეო, ასევე ჩემი თანაქალაქელები, თანასოფლელები, ჩემი ნათასავები, თანაკურსელები და კლასელები

მაგრამ როგორიც იქნებიან ისინი, ისეთივე გავხდები მე ,თუ წავაგებ, მაგრამ თუ არ წავაგებ, ისეთივე იქნება ყველაფერი, როგორც მე ვარ და ყოველივე ის, რაც შეიქმნა, როცა შეიქმნა

ო, მარად ისეთია ერი, როგორიცაა ბერი და ისეთია ბერი, როგორიც არ ვარ მე, მაგრამ შეიძლება ვიყო, თუ აღარაფერი დარჩება გარშემო და მარტო ვისერნებ ბაღში – ვოვასთან ერთად

მე ღვინოს არ ვსვამ, უფრო სტაფილოს წვენს ვეწაფები, რადგან სასარგებლოა

ციშქვეშეთში სამი სახელმწიფოა და ერთი ქვეყანა, რომელშიც ვდგავარ მე და ჩემს გარშემო მოძრაობენ სხვა ხეები, ცხოველები და ადამიანები

ვისაც ჩემი დალაგებული არ მოწონს, იმას ჩემი არეულიც არ მოეწონება და ვისაც ჩემი არეული არ მოეწონება, იმას მე ვერ დავალაგებ

რა ვქნა

როცა გემუქრებიან, ბრძენი კაცი დუმს და უმეცარი ქადაგებს და უმეცარი დუმს და ბრძენი კაცი ქადაგებს, როცა არ გემუქრებიან

მე ყველა სანქცია ამცდება, რადგან სანქცია მე ვარ

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი თავის Facebook-ზე წერს.

კომენტარები