არჩევნები 2020

გოგუაძე ელისაშვილს: უწესობაა იმ ადამიანების ვაჭრობაზე ლაპარაკი, ვისაც ორ ადგილს ეხვეწებოდი

როდესაც უწესობას წესიერებით პასუხობ და ამას ადამიანი ვერ ხედავს, როდესაც მეორე უწესობას ასევე გაუტარებ, რადგან ახალგაზრდა ადამიანია, არ გინდა, რომ თავს დაესხა და გირჩევნია, მიხვდეს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ ის უწესობას უწესობას უმატებს, უკვე უწესობას თავისი სახელი უნდა დაერქვას. 

უწესობაა, როდესაც ადამიანი ხმამაღლა აცხადებს, რომ მზად არის პოლიტიკურ ოპოზიციასთან შეთანხმებაზე დაჯდეს და საერთო კანდიდატების შეჯერებაში მიიღოს მონაწილეობა, ჯდები პარტიებთან და ლაპარაკობ შეჯერებულ კანდიდატებზე, მერე გამოდიხარ და იძახი, რომ "ის ადამიანები ვაჭრობენ, ბიუჯეტის ფულს ხრავენ და მე იქ რა მინდა".

ეს არის უწესობა, იმიტომ, რომ შენ ვერ მოივაჭრე მეორე ადგილი მთაწმინდაზე იოსელიანისთვის, რომ დგახარ ახლა და იმ ადამიანების ვაჭრობაზე ლაპარაკობ, ვისაც ეხვეწებოდი ამ ორ ადგილს, ეს არის უწესობა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ნინო გოგუაძე მთავარი არხის ეთერში, ოპოზიციური პარტიების შეთანხმებიდან გასული ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე.

კომენტარები