კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საქართველოს შედეგები სამაგალითოა მსოფლიოსთვის, მადლობა გიორგი გახარიას

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი გახარიას.

მოგეხსენებათ, საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ოაზისი, კუნძული ჩვენს რეგიონში კორონავირუსულ ინფექციასთან სამაგალითო ბრძოლის.

ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის და ამაში ძალიან დიდი დამსახურება არის სწორედ მულტისექტორული პასუხის, რომელსაც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო საბჭო პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით.

ყველა აღიარებს, რომ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები იყო დროული, სწორი და სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ნაკლები დაზიანებით მივდივართ ამ პანდემიის პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიან მუშაობაში ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ლუგარის ლაბორატორიაში თქვა, სადაც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები