ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალება

მამა თამაზი 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვაზე: კანონის შიში უნდა ჰქონდეს ყველას

19 წლის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილზე ერთადერთი რამ შეიძლება ამოთქვას გაოგნებულმა კაცმა:

უმკაცრესად და განუხრელად უნდა ვაიძულოთ და მივაჩვიოთ ჯერ ჩვენი თავი და შემდეგ შვილები კანონის პატივისცემას და დაცვას, ზნეობრივისაც და სახელმწიფოს კანონისაც.

კანონის შიში უნდა ჰქონდეს ყველას, ზნეობრივი კანონის დარღვევის შიშიც და სახელმწიფოს კანონისაც.

სამართლიანი, მაგრამ მკაცრი კანონის შიში ცალსახად სასარგებლო და აუცილებელია ახლა ჩვენთვის.

როგორც ზნეობრივი კანონის დამრღვევი ვერ გადაურჩება ცოდვის შედეგს და ესაა მისი სასჯელიც, ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს და უნდა ეშინოდეს სახელმწიფო კანონის დამრღვევს, რომ ვერ გადაურჩება საკუთარი დანაშაულის შედეგს და უმკაცრეს სასჯელს.

ყველა სხვა საუბარი და სენტიმენტალური ფილოსოფია უაზრობა და სისულელე გახდა უკვე. კანონის შიშის გარეშე აზრი არა აქვს არავითარ სხვა აღზრდას და მაღალ სწავლებას.

სხვა გამოსავალი არ არსებობს ამ უბედურებიდან. ამ სირეგვნის და ფაქტობრივად არაფრის გამო იხოცება ხალხი, ახალგაზრდები.

ჩვენს ხალხს და, შესაბამისად, ნაწილს ახალგაზრდებისას არ ესმის, პატივს არ სცემს და არ ეშინია კანონის, არც საღმრთოსი და ზნეობრივის და არც სახელმწიფოსი.

კანონის შიშის გარეშე შეუძლებელია იარსებოს ნორმალურმა საზოგადოებამ და ეს უნდა შევიგნოთ ჩვენ. ცივილიზებულ და კეთილდღეობაში მცხოვრებ ქვეყნებში უდიდესი პატივისცემა და შიშია კანონისა. სხვაგვარად შეუძლებელია ადამიანების ერთად ცხოვრება

დეკანოზი თამაზ ლომიძე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვას ეხმაურება. შაქარაშვილი მდინარე არაგვში 4-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ის იქამდე მცხეთაში, ახალგაზრდების წვეულებაზე იმყოფებოდა. თავდაპირველად შსს-ს გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით ჰქონდა დაწყებული, შემდეგ კი, ძალადობის მუხლიც დაამატა.

კომენტარები