მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე: სააკაშვილი საშიშია როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელში

მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა და მალე დაკარგავს ყველგან და ყველაფერში თავის აქტუალობას. მის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბუნებრივია, არ აქვს. ის არის საშიში როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და მას არასდროს არც საჭეს მიანდობს და არც უკანა სავარძელს.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ იგი "უკანა სავარძელში ყოფნას არ აპირებს, რადგან საჭესთან ჯდომა უყვარს". ამაზე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან სტუმრობისას ისაუბრა.

კომენტარები