ტურიზმი

თურნავა: მასობრივი ფრენების კონტროლის ბერკეტი არ გვაქვს, ამიტომ ვავადებთ რეგულარულ ფრენებს

საუბარია რეგულარული ფრენების გადადებაზე. რეგულარულია, როცა ძალიან მასობრივი ფრენაა, რაც აქამდე იყო და სახელმწიფოს დიდად ამის კონტროლის ბერკეტი აღარ გააჩნია.

ჩარტერული ფრენები მაინც საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას და ჩვენ შეგვიძლია, მიმართულებებიდან და მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე, უზრუნველვყოთ შესაბამისი ღონისძიებები - იქნება ეს კარანტინი თუ ტესტირება.

ანუ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი სტიქიურად არ მოვუშვათ, გადავდოთ რეგულარული ფრენები, მაგრამ შევინარჩუნოთ ჩარტერული ფრენები კიდევ უფრო მეტი მიმართულებით, ვიდრე გვაქვს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ივლისის თვეში ჩარტერული ფრენები კონკრეტული მიმართულებებით, "მწვანე ქვეყნებში" შესრულდება. ნათია თურნავას თქმით, ჩარტერულ რეისებით აირზენას გარდა ევროპული ავიაკომპანიებიც იფრენენ.

კომენტარები