გიორგი შაქარაშვილის საქმე

ხოშტარია მდინარაძეზე: მმართველი გუნდი კრიმინალს ეუბნება, ნორმაა, რასაც შვრებიო

მდინარაძის განცხადება, რომ თურმე მკვლელობები ხდება, წარმოუდგენელ უგულობასთან ერთად, სისტემური პრობლემის ნათელი მაგალითია. ჯერ ბიძინა იძახდა კრიმინალი ყველგან ხდებაო. ანუ მმართველი გუნდი კრიმინალს ეუბნება, ნორმაა, რასაც შვებიო. ესაა კრიმინალის აღქმა. კრიმინალი რომ ხდება, ყველამ ვიცით, მაგრამ მთავრობისგან მისი აღკვეთა გვინდა და არა მასთან შეგუება. მაგისთვის გიქირავეთ.

ხორავას გამოძიებაზე რაც მოხდა, ეგეც მეორე კრიმინალის წამახალისებელი ქმედება სახელმწიფოსგან. მდინარაძე პირადად და ეს გუნდი მთელი ძალით "მასტავდენ" სისტემას მიჩქმალვაში. ესეც სახელმწიფოს პოზიცია, დალაგება იზ ველქომ.

16 წლის ბიჭზე პოლიციამ იძალადა, მერე თქვა, არაფერია გამოსაძიებელიო და უბნის კრიმინალები მიუგზავნა დალაგდიო. ესეც ალიანსი პოლიციად წოდებულ კრიმინალებსა და ქუჩას შორის. აღარაფერს ვამბობ არჩევნებზე და ვასაძის აქციებზე მათ გამოყენებაზე.

ზედ ალუბალი, სუსი "საბოტაჟს" იძიებს.

არაა ეს სახელმწიფო, ამისთვის არ ქირაობს ხალხი მთავრობას! და ძალიან მზარდად საშიშია ეს ყველაფერი

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია მამუკა მდინარაძის განცხადებას 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. "ქუჩაში ჩხუბი, ახალგაზრდებს შორის რაღაცა შეხლა-შემოხლა ყოველთვის იქნება. პრობლემა იქნება, დანაშაულიც იქნება", - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები