ილია II: გალაკტიონი ამბობდა, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო, სულიერი გადახრები ჰქონდა

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი. რომ ჰკითხო, რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის, ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო, იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოეკლა თავი.

ღმერთმა ყველა დაიფაროს, როგორც კი მოვა ასეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება. გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ, ტერენტი გრანელი რას ამბობს, გალაკტიონშიაო დემონიო და ჩემში ანგელოზიო. ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს.

შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროს, რთულ დროს, უნდა გქონდეთ სახლში ნაკურთხი წყალი, ნახშირი, საკმეველი და აუცილებლად ყოველ დღე ასხუროთ თქვენი საწოლი, თქვენი ოთახი, ეზო უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი.

 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები