გახარია: ოპოზიცია ცვლილებებისთვის ხმის არმიცემას კრიმინალური ქეისებით ამართლებს

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ხმა.

ვინც გარკვეული ვიწრო-პოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველი კრიმინალური ქეისებით, ეს თავის გამართლება არ იმუშავებს ჩვენი მოქალაქეების წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ხმას მისცა ამ ცვლილებებს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებაზე. ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან ისინი 8 მარტის შეთანხმებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების სრულად შესრულებას - პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

კომენტარები