კორონავირუსი და ტურიზმი

გახარია: როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნით საზღვრებს

დღეს საქართველოდან ევროკავშირში ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არ არის – დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც [ჩარტერული რეისები].

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები ...

[რეისების გადადება განპირობებულია] მხოლოდ ერთი მიზეზით, მიზეზი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა.

არ დაგავიწყდეთ, რომ რეგიონში არის სერიოზული აფეთქება. ბევრგან.

ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე თითოეულ ჩვენს პარტნიორთან და ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი არ ემუქრება, თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამის არ შემრცხვება, მილიონჯერ გავიმეორებ –თითოეული ნაბიჯი გამოწვეული და განპირობებულია, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევით, რომელიც გვაქვს – რეგიონისგან განსხვავებით, ჩვენთან ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა ერთნიშნა ციფრითაა განსაზღვრული და ზოგიერთ ქვეყანაში ასობითაა ყოველდღიურად.

ეს უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ, რომ ამის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი და კარგი ქცევა და ამასთან ერთად საზღვრების ეფექტური კონტროლი და საკარანტინე მექანიზმების ეფექტური კონტროლი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რეგულარული ფრენების ერთი თვით გადავადებაზე, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს უხსნის.

კომენტარები