გიორგი გახარია

პრემიერი: საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანაა – საქართველოში არჩევნები იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ უმაღლეს სტანდარტს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ეს არის პრიორიტეტი N1.

ამის შემდეგ, ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია.

და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტში გამოსვლის დროს [ვთქვი] – ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

კომენტარები