გახარია: შავი ზღვა არის ჩვენი ბედი, საქართველოს კარიბჭე და ამ ქვეყნის მომავალი

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი, შავი ზღვა არის ჩვენი ბედი და შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და ჩვენ ეკონომიკურად ვერაფერს მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, საჭირო და თუ მეზღვაურის განათლება ხარისხობრივად უფრო და უფრო არ განვითარდა.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "შავი ზღვა თუ საქართველოს მომავალია, მეზღვაურიც, რა თქმა უნდა, არის მომავლის პროფესია".
მოკლე ბმული: