იმნაძე: კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს

ძალიან ბევრ ქვეყანაში [კორონავირუსის] მეორე ტალღა უკვე არის. იმის შემდეგ, რაც ბიზნესაქტივობები გაიხსნა, კორონა შემობრუნდა და ფართოდ გავრცელდა. თუ ჩვენ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს აბსოლუტური უმრავლესობა ვაგრძელებთ, მაშინ ეს მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება. თუ კორონავირუსთან კარგად მოქცევას არ გავაგრძელებთ, მაშინ უფრო ახლოს იქნება.

ახალი მონაცემები გამოქვეყნდა და არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში ევროპაში წარმოიშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა. ეს შტამი ახლა ევროპიდან ჩინეთს შეუბრუნდა და მთლად კარგი მოვლენა არ არის, იმიტომ, რომ ვისაც კორონა გადატანილი აქვს ამ მუტაციის გარეშე, შეიძლება მას ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს. ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე სააკორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები