ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გოცირიძე: დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია და დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას

თქვენ ასე ამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია არიან ვიღაცები, მაგრამ გეუბნებით, სია წარმოადგინეთ, რადიკალური და ჯიბის ოპოზიციის რეესტრი წარმოადგინეთ, რომ ვიღაცებმა გიპასუხონ, თორემ იქნებ, ვისაც თქვენ თვლით რბილ ოპოზიციად, ის მიიჩნევს საკუთარ თავს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციად.

კომპარტიის ლოზუნგებით საუბარი არ გამოგადგებათ, გადახედეთ ეროვნული მოძრაობის პერიოდს. "რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური ოპოზიცია" და რა უყო მერე ამ რადიკალურმა ოპოზიციამ და რა დღეში ჩააგდო კომუნისტური პარტია, გახსოვთ ალბათ.

ეს მესიჯბოქსი ვინც თქვენ გასწავლათ, მათ ელემენტარულად არ აქვთ წარმოდგენა ქართულ ისტორიაზე, ამ ენით საუბარი იდენტიფიცირებას გიკეთებთ კომპარტიასთან, რომლის სულიერ მემკვიდრეობად ისედაც გთვლიან

დიახ, არის ასეთი პარტია, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას. ასე პასუხობდნენ სხვათა შორის ეროვნული მოძრაობის პარტიები და მთავრობას ეძახდნენ კოლაბორაციონისტ, რუსეთთან მოთანამშრომლე მთავრობას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები