საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს

მეთაურს აბარია უდიდესი პასუხისმგებლობა, მით უმეტეს, როცა ქვეყანა ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას დღეს კიდევ, როცა დარღვეულია, დღეს კიდევ, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. როცა მართვაში სამაგალითო მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა მოგვეთხოვება.

ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელია მომავალზე ორიენტირება, შეუფერხებელი განვითარება და, რა თქმა უნდა, მტკიცე ნება საამისოდ.

ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს.

საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და მჯერა, რომ ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს და საქართველო მოიპოვებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები