თურნავა: ბილეთები იმ რეისებზე შეიძინეთ, რომელთა განრიგი უწყებებს აქვთ გამოქვეყნებული

მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და გავაფრთხილო, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია აირზენა ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში.

მოვუწდებთ ავიაკომპანია აირზენას, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას კომენტარს, უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები