მე მინდა, რომ მედიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს, მე არ ვთვლი, რომ მედია უნდა იყოს ნეიტრალური, მედიის სიმპათიები უნდა ჩანდეს ღირებულებების მიმართ და თუ მე რომელიმე პარტია ამცდება ამ ღირებულებებში, გინდა გიგას პარტია, გინდა სააკაშვილის პარტია, იმას წინააღმდეგობას გავუწევ და ამისი მაგალითი არაერთი ყოფილა. მე მაქვს ჩემი დღის წესრიგი. ზოგადად, მე არ მომწონს, როდესაც პარტიულ ინტერესებზეა მიბმული ტელევიზია, იმიტომ რომ იმ პარტიას რა მოუნდება და როგორ შეიცვლის აზრს, არავინ იცის და იქ ხალხი ფუჭდება ამასობაში, იმიტომ რომ ჟურნალისტი [მედიაში] რაღაც ღირებულებების სამსახურში მიდის, მათ შორის.
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჩერგოლეიშვილი: მედიის დღის წესრიგი ღირებულებებზე უნდა იყოს მიბმული და არა პარტიებზე
tbl.ge/4vrg
დაკოპირდა
ტაბულას დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა. წამყვანმა მას დღევანდელი მედიაგარემოს შესახებ ჰკითხა.
ამავე თემაზე
- ჩერგოლეიშვილი: რა მოტივითაც უნდა იყოს ნაკარნახევი, კვოტების გაუქმებას მივესალმები
- ჩერგოლეიშვილი: რეალური მშვიდობის ერთადერთი გზა NATO-ს წევრობაა
- ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი საჩუქარია ბიძინასთვის
- ჩერგოლეიშვილი: პარტიებს სხვაგან აქვთ საქმე საკეთებელი, ხალხთან არის ნდობა აღსადგენი
- ჩერგოლეიშვილი: თუ ჩვენი გზა არ გაძლიერდა, დანარჩენი ოპოზიციის გზა ბიძინას ვერ უგებს