არჩევნები 2020

გახარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული არჩევნებით

მინდა გამოვეხმაურო ისტორიულ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პროცესი იყო დინამიური, ემოციური და როგორც შედეგი, დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით დაასრულებს ამ პროცესს. ეს პროცესი ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გადავიდეს დემოკრატიზაციის და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე და, რა თქმა უნდა, ეს მეტ მდგრადობას და სტაბილურობას შესძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და საბოლოო შედეგი უნდა იყოს ქვეყანაში ღია, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა და რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე. 

ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი იყო საკმაოდ ემოციური, პოლარიზაციის ხარისხიც იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ, გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და საბოლოოდ ეს პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, ღია, გამჭირვალე არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება და შესაბამისად, ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პლატფორმზე ვდგავართ. 

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყების წინ. საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციოს ცვლილებებს 29 ივნისს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომენტარები