ეკონომიკა

მაჭავარიანი აგვისტოდან ფრენების აღდგენაზე: ფრთხილად მივუდგებით, 1-2 თვე შევხედავთ ვითარებას

საზღვრების გახსნას სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ქვეყნები და მიმოსვლის წესი სწორად შეირჩეს, პირველ რიგში, შევეცდებით თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და, მეორე რიგში, შევეცდებით, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის ადეკვატური პრინციპია. დარწმუნებული ვარ, შემდეგი 1-2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა. მსოფლიოში როგორ განვითარდება ამაზე იქნება დამოკიდებული, გაუარესდება და თუ გაუარესებისკენ წავა, რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება უფრო მეტად გავიხსნათ და უფრო ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს არის ზოგადი ფილოსოფია, რაც დგას იმის უკან, თუ რატომ არ აღვადგინეთ ფრენები ყველა მიმართულებით. საბოლოო ჯამში სელექციურად შეიძლება გაიხსნას ისევ. ამ ეტაპზე ზუსტად თქმა შეუძლებელია.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საზღვრების გახსნის, ფრენებისა და ტურიზმის აღდგენის საკითხზე ილაპარაკა.

კომენტარები