კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: თუ Covid 19-თან თანაცხოვრებას ვისწავლით, ვირუსი იქნება, ოღონდ ძალიან არ შეგვაწუხებს

ჩვენს ქვეყანაზე თუ ვილაპარაკებთ, მეორე ტალღაზე ლაპარაკი ჯერ ნამდვილად ადრეა, რადგან პრაქტიკულად, სიტუაცია, რაც არის, გვიჩვენებს, რომ შემთხვევები არ არის საგანგაშო.

მაგრამ ვირუსი ცირკულირებს და ამ დაავადებას ახასიათებს ნაკლებად სიმპტომური პაციენტები, რომლებიც არიან გამარვცელებლები, აქედან გამომდინარე, სიფრთხილე გვმართებს.

შესაბამისად, თუ ჩვენ კორონავირუსთან ვისწავლით თანაცხოვრებას, დავიცავთ ელემენტარულ წესებს - ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა, ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება - კორონავირუსი იქნება, ოღონდ ძალიან არ შეგვაწუხებს. თუ არ დავიცავთ, მოგვივა ის, რაც მოუვიდათ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პალიტრანიუსის გადაცემაში - დღის თემა.

კომენტარები