ტურიზმი

თურნავა: ამ დღეებში გაირკვევა, ვისთან ვხსნით საზღვრებს - მერე შემოვლენ სხვა ავიაკომპანიები

როგორც კი ჩვენ ამ დღეებში გავარკვევთ კონკრეტულად ევროკავშირის ქვეყნებთან, ვისთან და რა პირობით ვხსნით, შემოვა სხვა კომპანიებიც - Lufthansa, იმედი გვაქვს, რომ Airfrance შემოვა, მათთან ვსაუბრობთ,Wizzair-იც, ფრენების გარკვეული რაოდენობით, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები. ვნახოთ, Ryanair-თან როგორ მოვილაპარაკებთ, რადგან ამ მიმართულებებთან არ გვაქვს სრული სინათლე.

ეს იქნება ისევ კონკურენცია, არა იმ დონის, რაც შარშან გვქონდა, მაგრამ მიახლოებული. ეს თავისთავად დაარეგულირებს ფასებს.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა Post TV-ს ეთერში.

კომენტარები