ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ მოვიქცევით ისე, როგორც გასულ თვეებში, იმედია, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება

საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია. დღევანდელი მონაცემებით არის 951 დადასტურებული შემთხვევა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ერთერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. სასურველია და აუცილებელია, ეპიდსიტუაციის ასეთი დუნე მიმდინარეობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში.

ამიტომ, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. მხედველობაში მაქვს დისტანცირება, პირბადის ტარება იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრების, ქორწილების, დიდი დაბადების დღეებისა და ა.შ. თუ ასე მოვიქცევით, ისევე როგორც ვიქცეოდით მარტში, აპრილში, მაისში, როდესაც იყო სერიოზული დამყოლობა, მაშინ დიდი იმედია, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

კომენტარები