არჩევნები 2020

კობახიძე: ჩვენი საარჩევნო პროგრამა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების საფუძველი იქნება

ჩვენ წარვადგენთ ძალიან დეტალურ საარჩევნო პროგრამას, პროგრამა არის მზადების პროცესში. სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დასრულდება ამ პროგრამაზე მუშაობა. პროგრამა მოიცავს, ბუნებრივია, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას – დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო საკითხები, ყველა მიმართულებით საზოგადოებას წარვუდგენთ ძალიან კონკრეტულ პროგრამას. ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ არჩევნებზე.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის საკითხზე ისაუბრა.

კომენტარები