არჩევნები 2020

კობახიძე: საარჩევნო პროგრამაში ძალიან თამამი დაპირებები გვექნება

პოზიტიური იყო ყველა პროგრამა, რაც კი ქართულმა ოცნებამ დღემდე წარადგინა. 2016 წელს ჩვენი სლოგანიც იყო – თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა და ამ პრინციპზე იყო აგებული მთლიანად პროგრამა. ჩვენ გვქონდა პოზიტიური კამპანია, რასაც რადიკალური ოპოზიცია თავისი ნეგატიური კამპანიით პასუხობდა.

იგივე იყო თბილისის არჩევნების შემთხვევაში და, ზოგადად, მუნიციპალური არჩევნების შემთხვევაში, სადაც ჩვენი პროგრამა მთლიანად იყო აგებული იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას. მათ შორის იყო ეკონომიკური საკითხები, ეკოლოგიური საკითხები, ტრანსპორტისა და ურბანული საკითხები და ა.შ.

ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, გვექნება სიახლეები, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროგრამა არის მზადების პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან თამამი და მეორე მხრივ რეალისტური დაპირებები, როგორც ეკონომიკის კუთხით, ასევე სოციალური, საგარეო პოლიტიკის კუთხით. პროგრამა მომზადდება თვის ბოლომდე და ამის თაობაზე დეტალურად გექნებათ ინფორმაცია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე, მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის შესახებ.

კომენტარები