თორნიკე შენგელია

დეკანოზი თამაზი: ვინც სახლი დაგვინგრია, იმათთან ნუ თამაშობთ-მეთქი და ამბობენ, სხვა რამეო

გთხოვთ, დამეხმარეთ, მაპოვნინეთ სიტყვები, აზრები, არგუმენტები ამ უმარტივესი ჭეშმარიტების ასახსნელად: ჩემს ძმებს ვუმტკიცებ, ვინც ჩვენს ოჯახს ერთადერთი სახლი დაგვინგრია, გამოგვყარა, გვცემს, ძმები მოგვიკლა, გვხოცავს და შეურაცხგვყოფს, იმასთან ნუ დადიხართ წვეულებაზე, ნუ სხდებით სუფრასთან, ნუ უმღერით, ნუ უცეკვებთ და ნუ თამაშობთ მათთან-მეთქი და ვერაფერი შევაგნებინე. მეუბნებიან, ის სხვა რამეა და ჩვენი ცეკვა-თამაში სხვაო. სად ვიპოვოთ სიტყვები, აზრები და მაგალითები ამის კიდევ ასახსნელად? ალბათ, ძალიან დავაგვიანეთ.

დაწერა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ ფეისბუქზე. ის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში სავარაუდო გადასვლას გამოეხმაურა. შენგელიამ იმედი გამოთქვა, რომ ამის გამო მის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება.

კომენტარები