გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის ბიძა: თუ ექსპერტიზით ძალადობა და მკვლელობა დადგინდა, დანდობა აღარ იქნება

ათასჯერ ვთქვი და კვლავაც გიმეორებ, რომ სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ. თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება.

ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში.

მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგისთან ჰქონდათ ბოლო შემხებლობა – გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე, მეტი შანსი აღარ იქნება

წერს გარდაცვლილი გორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე Facebook-ზე.

კომენტარები