ტურიზმი

კაკულია ფრენების გადავადებაზე: ოქტომბერში გავარკვიოთ, სწორად მოვიქეცით თუ არა

ევროპის ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს ახლა საზღვრები – ზოგმა გახსნა, ზოგმაც არ გახსნა ... ჩვენი პოზიცია არ არის ასეთი, რომ "ახლა, მოდი ჩვენ დავხუჭოთ თვალები ყველაფერზე". იცით თქვენ, რომ ტურისტი, ვინც შემოდიოდა ძირითადად, ესენი იყვნენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ არც ველოდებით.

ევროპული ნაწილი ისედაც არ იყო ძალიან დიდი და პლუს ახლა იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ არის პროგნოზი, ადამიანები აღარ დახარჯავენ ბევრ ფულს საერთაშორისო მოგზაურობაში, კიდევ უფრო შემცირდება ეს.

ეს დააზარალებს ამ შიდა ტურიზმსაც, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ, ეს არის ჩვენი ლოგიკა. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს... ოქტომბერში გავარკვიოთ, ჩვენი გადაწყვეტილება ჯობია თუ ის გადაწყვეტილება

ქართული ოცნების დეპუტატი, რომან კაკულია რუსთავი ორის ეთერში ფრენების გადავადებაზე.

კომენტარები