ტურიზმი

თურნავა ემიგრანტებზე: მესმის, ადამიანებს უჭირთ, მაგრამ ჩვენც მოგვიწია წელს გეგმების შეცვლა

მესმის ყველასი, მესმის, ადამიანებს ძალიან უჭირთ, რომ თავისი გეგმები შეცვალონ, თუმცა, თითოეულ ჩვენგანს, მეც, თქვენც, ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, წელს მოგვიწია გეგმების შეცვლა, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს საერთო საჭიროება და ზოგჯერ საერთო საჭიროება უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ, ვიდრე ჩვენი პერსონალური.

რაც შეეხებათ ემიგრანტებს, ჩვენ მათზე განსაკუთრებით ვზრუნავთ, მათ შორის იმით, რომ მუდმივად გვაქვს მიმოსვლა, მაშინაც კი, როცა გაჩერებული იყო ყველაფერი, ჩვენ მათ ხელს ვუწყობთ

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავი ორის ეთერში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის შენარჩუნებაზე. საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ იმ შემთხვევაშიც, თუ იმ ხუთი ქვეყნიდან ბრუნდებიან, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. თუ ერთი რეისით მოფრინავენ გერმანიის, ლიტვის, ლატვიის, საფრანგეთის, ესტონეთის და საქართველოს მოქალაქეები, კარანტინი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ. ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები კი, საქართველოს საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგს გაივლიან. ასევე, თან უნდა ჰქონდეთ წინასწარ შევსებული ფორმა. 

კომენტარები