საზღვრების გახსნა

გახარია საზღვრების გახსნაზე: ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები

ჩვენ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და დღეს ჩვენ 5 პარტნიორ ქვეყანას ყველანაირი პირობების გარეშე, სარკისებულად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მათი მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები იქნება ღია. ეს ეხება პირდაპირ ფრენებს.  

რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მსგავს მოლაპარაკებას ყველა ჩვენს სხვა პარტნიორთან და ჩვენ აქაც გვექნება შესაბამისი შედეგები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს, რაც ასევე არის უმნიშვნელოვანესი პირობა ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და აღდგენისთვის. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიქნებით ზუსტად ისე, როგორც აქამდე - ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები. გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობის მიზნებს, ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღორძინების მნიშვნელობასაც.

თქვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, საზღვრების გახსნაზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე. საქართველომ საზღვრები გერმანიას, ლატვიას, ლიტვას, საფრანგეთსა და ესტონეთს გაუხსნა.

კომენტარები