მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: უნდა ვიღაცას თუ არა, ოქტომბერში მე ვიქნები წინა ხაზზე

როდესაც საუბრობენ, რომ ბატონმა პრემიერმინისტრმა თქვა, ვიღაც გახარიამ, ბატონმა ბიძინამ, იმის ხსენებაც არ შეიძლება... მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. მე არ ვცნობ არცერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არცერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელშიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია. პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები, ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ არის იქ. 

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი. მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე. გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად, ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე.

ამბობს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევშია და წინა ხაზს იქ ამაგრებს.

კომენტარები