თორნიკე შენგელია

ყაველაშვილი: ცსკა-ში ამერიკელი კალათბურთელებიც თამაშობენ, არ შეიძლება, ქართველმა ითამაშოს?

მაგალითი არის ჩვენი მოზარდი თაობის, ყველასი და მინდა, წარმატება ვუსურვო, სოლიდარობაც გამოვუცხადო...

დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს ცსკა არის, რატომ თამაშობენ აქ დაახლოებით 4-5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები თამაშობენ და არ შეიძლება, ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?

თორნიკე შენგელიამ რა, მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა, ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა.

ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიაზე, რომელმაც მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები