შენგელია: იმ ადამიანებმა, ვინც არ მიცნობენ, არ იციან ჩემი პატრიოტიზმის შესახებ

[ჩემს გადასვლას ცსკა-ში] ბევრი დადებითი კომენტარიც მოყვა, მე როგორც ვიცი. სიმართლე გითხრათ, არ წამიკითხავს, არც Facebook გვერდი მაქვს და მინდა, ცოტა თავი ავარიდო ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ არასასიამოვნოა. მე როგორც ვიცი, ძაან ბევრი დადებითი კომენტარებიც იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, აქცენტი ცუდზე კეთდება.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის ადამიანი, ვინც არ მიცნობს, არ იცის ჩემი დამოკიდებულება და ჩემი პატრიოტიზმი ქვეყნის წინაშე და მაგისგან მესმის. დამეფიცება, რომ ის ადამიანი თუ გამიცნობს მე და ელემენტარულ შეკითხვას დამისვამს, ახსნის საშუალება მექნება და ის ადამიანები, რომლებიც მიცნობენ და იციან ჩემი დამოკიდებულება ჩემი ქვეყნის მიმართ, ასი წელი არ გააკეთებს ამ კომენტარს.

საქართველოს საკალთბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, გუშინ სამწლიანი კონტრაქტით მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ზე ისაუბრა.
მოკლე ბმული: