დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზი: ყველა სასტიკად უნდა ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს

ყველა სასტიკად უნდა ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს. განსაკუთრებით ქრისტიანები. როგორ შეიძლება, ქრისტიანს სიმპათია ჰქონდეს ქურდული მენტალიტეტის მიმართ. ქრისტიანია, ჯვარი ჰკიდია და სიმპათია აქვს ქურდული და კრიმინალური სამყაროს მიმართ. ასეთი სიმახინჯე სადმე არსებობს კიდევ? ქურდის ნათლულია, ქურდის ნათლიაა, კანონიერი ქურდია. რა კავშირი აქვს ნათელს, ნათლობას ქურდობასთან?

მე თვითონ ვხვდები ასეთ ხალხს, ციხეებში რომ დავდივარ. ბავშვობიდან ამ გრძნობით გაიზარდნენ, რომ ის სამყარო მოსწონდათ. დღეს ბევრი ნანობს, იმიტომ, რომ ნახა, რომ აქ 6, 7 წელი ციხეში ზის, მისი პატარა შვილი ისე გაიზარდა, რომ თვალით არ უნახავს და ფიქრობს, რისთვის, რისთვის, რა მოუტანა – მხოლოდ ის, რომ "შავი გაგების" ერქვას. ზის და მხოლოდ იმას ფიქრობს, იქიდან როგორ გავიდეს, რომ შვილი გაზარდოს. რომელი "შავი გაგება" აუნაზღაურებს შენს შვილს იმ წლებს, მამა რომ ენატრებოდა და შენ სადღაც უაზროდ ციხეში იჯექი. ამაზე უნდა ვიფიქროთ. არავითარ შემთხვევაში, არსად არ გამოხატოთ სიმპათიაც კი ასეთი რაღაცის მიმართ, პირიქით, დაგმეთ. ათ მცნებაში ხომ წერია – "არა იპარო". ამ "არა იპარო"-ში მოქცეულია ქურდობა, ძალადობა, ყაჩაღობა, ათასგვარი ბოროტმოქმედება, გამომძალველობა, "ქურდული გაგება". თუ ქრისტიანი ხარ, მოეშვი და იცხოვრე რეალური ღვთის ცნებით.

[...] შავი სამყარო ყველგან კატეგორიულად დაგმეთ. [...] შავი კი არა, ბნელი გაგება ჰქვია მაგას.

თქვა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ ქადაგებისას.

კომენტარები