კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ინფიცირებულ აბიტურიენტზე: სამინისტრო გადაწყვეტს, გავა თუ არა გამოცდაზე

ეს აბიტურიენტი დღეს პაციენტია და გადის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში, ამიტომ ჯერჯერობით ის გამოცდებზე, რა თქმა უნდა, ვერ გავა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, მას შეეძლება თუ არა გამოცდაზე გასვლა, მიიღებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, რადგან მას ერთი გამოცდა და ერთიც – სპეციალობის გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე საუბრობს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა

კომენტარები