არჩევნები 2020

ბურჯანაძე: თუ "ოცნებამ" იგივე გამიკეთა, რაც 2016-ში, დავალეწავ იმ საარჩევნო ყუთს თავზე

ის, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ 2016 წელს, როდესაც მე 700 საჩივრიდან არცერთი არ დამიკმაყოფილა და არცერთი უბანი არ გახსნა, ეს უნდა გამოირიცხოს ...

რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც მივაღწევთ უბნების გახსნას. მე არ მსიამოვნებს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ვთქვი რომ – თუ იგივეს გამიკეთებს ქართული ოცნება, რაც 2016 წელს გამიკეთა, დავალეწავ იმ ყუთს თავზე-მეთქი. ოღონდ, ამას ნამდვილად გავაკეთებ.

აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, ამ ყუთების ლეწვამდე, ა, ბატონო, მიიღე ცივილიზებული ნორმა, რომელიც ყოველგვარი ყუთების ლეწვა-ნგრევის გარეშე მომცემს შესაძლებლობას, რომ ცივილიზებულად, შენთან ერთად, ხელისუფლებასთან ერთად, საერთაშორისო დამკვირვებლებთან და მედიასთან ერთად, გავხსნათ ის უბანი, რომელიც არის დარღვევებისა და საეჭვო ნიშნების მატარებელი, თუ შევხედავთ, რომ ხელისუფლებამ სწორად დათვალა, ხმას ვერ ამივიღებთ, თუ არ დათვალეს სწორად, გავაუქმოთ უბანი და იმ უბანზე თავიდან ჩავატაროთ არჩევნები

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პალიტრანიუსის გადაცემა NEWSROOM-ში, ეკა ბესელიას კანონპროექტზე, რომელიც ბიულეტენების გადათვლის მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.

კომენტარები