ქართული ოცნება

კილაძე: ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია. ბიძინა ივანიშვილის გარეშე მე ქართული ოცნება ვერ წარმომიდგენია ...

ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში არის ჩართული და თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა? რა მნიშვნელობა აქვს, დღეს მთელი მსოფლიო ვირტუალურად უკავშირდება ერთმანეთს. მე, პირადად, არაერთ ვირტუალურ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, შიდა გუნდურ შეკრებებსაც ვირტუალურად ვაკეთებთ, ამაში, დღეს, 21-ე საუკუნეში, კოვიდ 19-ის პირობებში, რა არის გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირტუალურად ჩაერთო პოლიტსაბჭოს სხდომაზე?

ინტერპრესნიუსის ცნობით, ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კითხვას, რატომ არ ჩანს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები