არჩევნები 2020

ანა დოლიძე: განვიხილავ მაჟორიტარობას, ვიქნები ან თბილისში, ან გურიაში

დიახ, ჩემს კანდიდატურას განვიხილავ და კონსულტაციებსაც ვაწარმოებ. არა მარტო თბილისზე, გურიაზეც ვფიქრობ, სხვათა შორის. განვიხილავ მაჟორიტარობას. ვიქნები ან თბილისში, ან გურიაში.

თბილისში ოლქი შერჩეული არ მაქვს, ჯერჯერობით ვფიქრობ. ამიტომაც, თან ვმუშაობ მოსახლეობასთან. ისე არ ვარ, რომ ამ დედამიწაზე მე ვიცი ყველაფერი და ხალხი არ მჭირდება. ჩვენს მანიფესტშიც ეს წერია, ხალხისგან უნდა გავიგოთ, პირველ რიგში, დაკვეთა.

ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მაჟორიტარობას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ახლა ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა დღეს, იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა. ამაზე ვმუშაობ

მოძრაობა ხალხისთვის ერთერთი ლიდერი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები