ძალადობა

ვოლსკი პრეზიდენტს: როცა ასეთი ბოროტი ოპოზიცია გყავს, არ უნდა გააკეთო ასეთი განცხადება

როდესაც ასეთი ჩასაფრებული და ბოროტი ოპოზიცია გყავს, რასაკვირველია, არ უნდა გააკეთო ასეთი განცხადება – ერთი ერთზე ჩხუბი მოგწონს თუ ჯგუფური ჩხუბი.

მაგრამ ფაქტია, რომ, პრეზიდენტს ცუდი არაფერი უგულისხმია

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს ეხმაურება. ზურაბიშვილმა შაქარაშვილის საქმეზე თქვა, რომ ჯგუფური ძალადობა არაქართულია და "ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე".

კომენტარები